en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგები და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობა

თბილისი. 30 ნოემბერს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შედეგების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების, აქ მოქმედი საელჩოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს სამომავლო ვალდებულებები ევროინტეგრაციის გზაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე" და მოუწოდეს მთავრობას, რომ საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება დაიწყოს. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023