თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასებას.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.
„საკრებულოს მხრიდან საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება სუსტია. არცერთხელ არ მომხდარა საკრებულოს სხდომებზე რიგგარეშედ ანგარიშვალდებული პირების დაბარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge