en
ge

TI მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების გაერთიანებაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება ამ ნაბიჯს და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებას. უსაფრთხოების სისტემის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირების" პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან" ერთად 2018 წლის გაზაფხულზე წარადგენს რეფორმის თაობაზე რეკომენდაციებს. იმედს ვიტოვებთ რომ რეფორმა მაქსიმალურად ღიად, ექსპერტთა ჩართულობით წარიმართება და შედეგად მივიღებთ უსაფრთხობის სამსახურს ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის ძლიერი დემოკრატიული მექანიზმებით", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023