en
ge

ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

თბილისი. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თვლიან, რომ 11 დეკემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება უგულებელყოფს რამდენიმეთვიან სამუშაო პროცესს და მკაფიოს ხდის მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.
„მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადება მთლიანად უგულებელყოფს რამდენიმეთვიან უმნიშვნელოვანეს სამუშაო პროცესს და აჩენს მმართველი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულებას ნარკოტიკების მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე საპატიმროებში მყოფი იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც დღეს გაუგონარი უსამართლობის და სახელმწიფოს ირაციონალური მიდგომების გამო იხდიან მრავალწლიან სასჯელებს", ნათქვამია წერილში.
პლატფორმა მზად არის, პირადად გააცნოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიცირებული კანონპროექტის არგუმენტები და საერთაშორისო დასკვნები.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)