თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მიესალმება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ საკანონმდებლო ცვლილებების არსებული რედაქციას. გულისყურით მოეკიდნონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანზიაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედია ორგანიზაციების მხრიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge