en
ge

არასამთავრობოები იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის შესახებ, რომელიც ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტს ეხება.  ხელმომწერი ორგანიზაციების მოსაზრებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება საჯარო ინფორმაციაზე წვდომას გააუარესებს.
„...შევახსენებთ პარლამენტის წევრებს, რომ საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე, რაც ქვეყანას ავალდებულებს არათუ არ გააუარესოს საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობა, არამედ იზრუნოს მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით სამწუხაროა ის გარემოება, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტრო - უწყება, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს -  ითხოვს ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმის მკვეთრ გაუარესებას...",
ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)