en
ge

საქართველოს სახალხო დამცველმა მოადგილეები წარადგინა

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს საზოგადოებას მოადგილეები წარუდგინა.
პირველი მოადგილის თანამდებობას და, შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას თამარ გვარამაძე იბარებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების, ისე სამეცნიერო და მენეჯერული მიმართულებით. თამარ გვარამაძე არის სამართლის დოქტორი თსუ-ს პროფესორი; იყო საია-ს აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი; მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსად, ბოლო წლებში, ხელმძღვანელობდა შსს-ს სამართლის აკადემიას.
სახალხო დამცველის მოადგილე ხდება იურისტი გიორგი ბურჯანაძე. ის იყო საია-ს წევრი; 2010 წლიდან მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტში და, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, იყო პირველი „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების" ავტორი, რომელიც სასამართლოში სახალხო დამცველის ხელმოწერით გაიგზავნა; ჩართული იყო ევროკავშირის პროექტში, სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით; ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამას, რომელიც მოიცავდა: მოწმეთა დაკითხვის, ფარული მიყურადების საკანონმდელბლო რეფორმებს, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის თაობაზე კანონპროექტის მომზადებას, ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცვლილებას, სასკოლო ბულინგის დაძლევის საპილოტე პროგრამას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტებსა და სხვა.
სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა ეკატერინე სხილაძემ, რომელიც ამ ადგილს 2016 წლიდან იკავებდა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მისი გამოცდილების გამოყენება, განსაკუთრებით - გენდერული მიმართულებით, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)