en
ge

პარლამენტი ადამიანის კომპანიონი ცხოველების შესახებ წინადადებებს განიხილავს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო წინადადებებს აფასებს. საკანონმდებლო წინადადებები ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტში გასულ წელს წარადგინეს. ისინი ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ახალი კანონის პროექტისა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ცხოველთა დაცვის კუთხით. „მნიშვნელოვანია, ეფექტური იყოს რეაგირება არსებული კანონდებლობის დარღვევაზე, ასევე გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმა ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით და ზოგადად, შეიქმნას ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს", - მიიჩევენ ორგანიზაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023