en
ge

გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში

თბილისი. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) არასამთავრობო ორგანიზაცია „ინვალიდ და დაღუპულ მეომართა ცოლების კავშირთან” (ქალთა კავშირთან) და გენდერული თანასწორობის ქსელთან თანამშრომლობით,  1 მარტს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში,  გამართა პროექტის „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების განმტკიცებას მომავალი არჩევნებისათვის; გენდერული თანასწორობის ქსელის გაძლიერებას; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმებზე.ღონისძიებასთან ერთად გაიმართა გამოფენა „გენდერული ჰარმონია", რომელზეც  სამხატვრო აკადემიის მხატვარი ქალების გენდერულ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 
პროექტს განახორციელებს გენდერული თანასწორობის ქსელი, რომელიც წარმოადგენს გენდერულ საკითხებზე მომუშავე 15 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ გაერთიანებას.
წყარო:npo.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)