en
ge

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული კავშირები ბიზნესთან

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თანამდებობის პირთა მიერ არასრულად წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების შესახებ, რაც კანონდარღვევაა და ამავდროულად, შეიცავს კორუფციის საფრთხეებსაც.
„ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. კვლევის ფარგლებში 77 დეკლარაცია შევისწავლეთ, რომელთაგან 6 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების ფაქტი გამოვლინდა.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და ის საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში პრობლემური იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დადებითად აფასებს ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების გააქტიურებას. კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში ბიუროს მიერ მთლიანობაში 224 თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციები უარყოფითად შეფასდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023