en
ge

TI: „რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია სენაკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი“

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI) მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია სენაკის მუნიციპალიტეტის შესახებ.
როგორც TI აცხადებს, როგორც სენაკის მერიის, ასევე საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.senaki.gov.ge და www.senaki-sakrebulo.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;
არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ; არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე; ხელმისაწვდომი არ არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და სხვა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023