თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განაგრძობს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას. ამჯერად, ორგანიზაცია წარმოგიდგენთ მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შედეგებს, რომელთა ვებ-გვერდებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შესაბამის დადგენილებებში შეიტანონ ცვლილებები და მოიყვანონ შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან, ასევე უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
წყარო: www.transparency.ge