en
ge

გამჭვირვალობის კვლევის შედეგად, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ ტენდერი ჩაშალა

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიესალმება GNCC-კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ ტენდერის ჩაშლას, რომელიც, ორგანიზაცის კვლევის თანახმად, კონკრეტულ შემსყიდველზე იყო მორგებული.
„ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის საეჭვო ტენდერის შესახებ ჩვენ პირველ თებერვალს გამოქვეყნებულ ბლოგში ვსაუბრობდით და კომისიას მისი ჩაშლისკენ მოვუწოდეთ, რაც მარეგულირებელმა 2 თებერვალს გააკეთა კიდეც. სამწუხაროდ, კომისიის მიერ წარმოდგენილი განმარტება ტენდერის ჩაშლასთან დაკავშირებით, კერძოდ კი „ტექნიკური შეცდომა" არ სცემს ტენდერის გარშემო შესაძლო დანაშაულზე არსებულ კითხვებს პასუხს. კერძოდ, თუ როგორ აღმოჩნდა ტენდერის გამოცხადებისას კომისიის მიერ ატვირთულ ხელშეკრულების პროექტში სწორედ იმ კომპანიის მაიდენტიფიცირებადი მონაცემები (ვებსაიტის მისამართი და დირექტორის ინიციალები), რომელიც მოგვიანებით ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ უკვე მიმართა სუს-ის ანტი-კორუფციულ სააგენტოს, პროკურატურას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამ საკითხის მოსაკვლევად.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023