en
ge

„გასაჯაროვდეს თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა მიმართ დაწყებულია გამოძიება“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, გასაჯაროვდეს იმ თანამდებობის პირების ვინაობა, რომელთა მიმართ დაწყებულია გამოძიება, ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო.
„საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდა და კორუფციის პრევენციის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია იმ თანამდებობის პირების სია, რომელთა დეკლარაციები უარყოფითად შეფასდა, ანგარიში არ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დარღვევები იყო აღმოჩენილი თითოეული თანამდებობის პირის შემთხვევაში. გარდა ამისა, ანგარიშში არ არის მითითებული იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023