თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განცხადებით ეხმაურებიან. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ პროცესში საბჭოს წევრის აცილებისა და გასაუბრებების დახურვის შემთხვევებმა ტენდენციის სახე მიიღო.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს 51 მოქმედი მოსამართლის განცხადებას თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ. ამ დღეებში მოსამართლეებთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ორგანიზებული მცდელობა ხელი შეუშალონ მოსამართლეთა დანიშვნას მათი წარსული საქმიანობისა და კომპეტენციის კრიტიკული გააზრების საფუძველზე. ამ პროცესში, ასევე, დაფიქსირდა კანდიდატების მხრიდან გასაუბრებების დახურვის ტენდენცია, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, საფუძველს უთხრის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისადმი სანდოობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge