en
ge

შესაძლო გარიგება მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტენდერში

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „შესაძლო გარიგება მეტროსადგურ „ახმეტელის" ტენდერში".
„ვარკეთილის მეტროსადგურის უბედურმა შემთხვევამ ბიძგი მისცა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმირების შესახებ მნიშვნელოვან საჯარო დისკუსიას. კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ხარვეზების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ უფრო ფართო მასშტაბის, ნაკლებად თვალშისაცემ პრობლემებზე, რომლებზეც ეს შემთხვევა მიანიშნებს.
ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც თბილისის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოების ტენდერების ანალიზმა გამოავლინა, არის ქვეკონტრაქტორების შესახებ რეგულაციის არარსებობა. დახურული ქვეკონტრაქტები ნოყიერი ნიადაგია კოლუზიური ტიპის უკანონო გარიგებებისთვის, როგორიც არის ფასთა შეთანხმება და ტენდერების / კონტრაქტების განაწილება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023