თბილისი. „მითების დეტექტორი" ავრცელებს ინფორმაციას Heritage Foundation-ის საგაერო პოლიტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის - "ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ის და ევროპის ინტერესებში" - ირგვლივ გავრცელებული მოსაზრებების შესახებ.
„მანიპულაციები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე სთავაზობს, არასწორია", - აცხადებს „მითების დეტექტორი", - „Heritage Foundation-ის კვლევაში არსად არაა აღნიშნული, რომ საქართველო ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გაწევრიანდეს. კვლევის ავტორის ლუკ კოფის განმარტებით, მისი რეკომენდაცია გულისხმობს ნატოს წესდების მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, მანამდე სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, Heritage Foundation დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას".
წყარო: http://mythdetector.ge