en
ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მესაკუთრე სახელმწიფო იქნება

თბილისი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დგინდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა და შესაბამისად, ახალი შენობის მესაკუთრეც სახელმწიფო იქნება. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იუწყება.
„სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის შემდგარი გარიგების საფუძველზე, მაუწყებელს მიწა "სარგებლობის უფლებით” უსასყიდლოდ გადაეცა, რაც სახელმწიფოს უტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მის მფლობელობაში დარჩენილი აღნიშნული მიწისა და სამომავლოდ მასზე აშენებული შენობის ბედიც. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიებს, მიეცა რა სახელმწიფოს დამატებითი ბერკეტი სამომავლოდ ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)