en
ge

TI: ბათუმის ოფიციალური ვებგვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ

თბილისი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმატიულობის შესახებ და ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდების თაობაზე აქვეყნებს ინფორმაციას.
„როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.batumi.ge და www.batumicc.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას; არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ან არასრულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ; არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.", - ასკვნის TI.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023