en
ge

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური დახმარების წესი შეცვალა

იმერეთი. „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის" ორწლიანი ადვოკატირების შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური დახმარების გაცემის წესი შეცვალა.
საკრებულოს 2018 წლის 26 იანვარის №18 დადგენილებით, დაამტკიცა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი", რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად (1 ნოემბრიდან 1 მაისამდე - ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე-ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით) და არა მხოლოდ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ უსინათლო პირებს.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023