აჭარა. CARC/სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგენს კვლევას - „რეგიონის ცხოვრება 1918-1921 წლებში".
პროექტი "ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში − 1918-1921 წლების გამოცდილება", რომლის ფარგლებშიც კვლევა მომზადდა, მიზნად ისახავდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესწავლა-ანალიზს, რისთვისაც გამოიყო სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის, შრომის უფლებასა და შრომით გაერთიანებებთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოების" ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: https://www.facebook.com/events/214891652421736/