en
ge

TI - GNCC-ის წევრების დიპლომებთან დაკავშირებით

თბილისი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI), GNCC-ის წევრების დიპლომებთან დაკავშირებით, ორი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციის შეცვლას ეხმაურება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა ორი კვლევა, სადაც საუბარი იყო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, არც კომისიის კიდევ ერთი წევრის, მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდებოდა კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ორგანიზაციის აღნიშნული დასკვნები კახა ბექაურის შემთხვევაში, მთლიანად ეფუძნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) მიღებულ ოფიციალურ წერილს, ხოლო მერაბ ქათამაძის შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან (სტუ) მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს", - აცხადებს TI, - „მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ეს ინფორმაცია კონკრეტული კომისიის წევრების მითითებით გაასაჯაროვა, ორივე უნივერსიტეტმა მათი პირველადი ოფიციალური პოზიცია შეცვალა, რაც ძალიან საეჭვო ტენდენციაზე მიუთითებს და ტოვებს შთაბეჭდილებას გარედან შესაძლო ჩარევის შესახებ".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023