en
ge

დემოკრატიის ინსტიტუტი საკუთრების უფლებებზე

აჭარა.14 ივნისს, „დემოკრატიის ინსტიტუტმა", ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გამართა პრესკონფერენცია თემაზე:  „გოდერძის უღელტეხილლის მიმდებარედ  სამთო (ზამთრის) კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საკუთრების პრობლემა".
გოდერძის ურელტეხილზე მიმდინარეობს სამთო კურორტის მშენებლობა. როგორც ორგანიზაციის პრესრელიზშია ნათქვამი, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ოფიციალურად 1998 წელს გადაეცათ, მაგრამ მათი გამოუცდელობისა და საჭირო ფინანსების არქონის გამო ქონება ვერ დაარეგისტრირეს (იმ პერიოდში ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არც საჭიროებდა). 2011 წლის 21 ოქტომრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი, ეს ტერიტორიია მთლიანად სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.
„დემოკრატიის ინსტიტუტი" ითხოვს, რომ გოდერძის უღელტეხილზე, მიმდინარე სამთო კურორტის მშენებლობის არეალში მცხოვრებ ოჯახებს  საკუთრებაში გადაეცეთ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, ან სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდოს არსებული ქონება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)