en
ge

ქალთა ფონდის კამპანია: თავშესაფარს მიღმა

თბილისი. „ქალთა ფონდი საქართველოში” იწყებს კამპანიას „თავშესაფარს მიღმა”, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის მსხვერპლთა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დროებით მცხოვრებ ქალებს ხელი შეუწყოს დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში. შედეგად, მათ აღარ მოუწევთ ძალადობრივ გარემოში დაბრუნება.
„შეგროვილი თანხით თავშესაფრის სამზარეულო აღიჭურვება საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ მზარეულის კურსი, რაც როგორც თავშესაფარში, ასევე თავშესაფრის მიღმა მათ დასაქმებაში დაეხმარება.
საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ თავშესაფარში ამუშავდება სოციალური საწარმო - მზა კერძების მიწოდების სერვისი, სადაც დასაქმდებიან ცენტრში მცხოვრები ქალები. გარდა იმისა, რომ ისინი შეიძენენ პროფესიულ გამოცდილებას, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი შემოსავლით.
იდეის განხორციელებისთვის საჭირო 50 000 ლარის შესაგროვებლად „ქალთა ფონდი საქართველოში" თიბისი გალერეაში 1 მარტს გამართავს გამოფენა-გაყიდვას, ხოლო 2 მარტს აუქციონს, რისთვისაც 70-ზე მეტმა ხელოვანმა სრულიად უანგაროდ უკვე შემოგვწირა საკუთარი ნამუშევრები”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023