გურია. 21 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიტერატურულ კაფე „რვას+1"- ში გაიმართა ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია - გარემოსდაცვითი გამოწვევები.
„დისკუსიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის „გარემოს დაცვითი და ეკოლოგიის საკითხების სწავლება სკოლებში" პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია განათლების სისტემაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, საუბარი წარიმართა საკანონმდებლო რეგულაციებსა და მისი აღსრულების ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დისკუსიაზე, ასევე განიხილეს ნარჩენების მართვის საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის რეგულაციები დანაგვიანების წინააღმდეგ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში