en
ge

მაკლეინის ასოციაციამ არავერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტის გამოცემის უფლება მოიპოვა

თბილისი. პირველად საქართველოში, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, მაკლეინის ასოციაციამ წარმატებით განახორციელა ზოგადი არავერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტის TONI-4 ის ნორმირება და მოიპოვა ტესტის გამოცემის ოფიცალური უფლება საქართველოში.
„აღნიშნული ტესტის ფორმატი უნიკალურია, რამდენადაც იძლევა ინტელექტის შეფასების საშუალებას მოტორული და ლინგვისტური კომპონენტებისგან დამოუკიდებლად.
მაკ ჯორჯია მოხარულია გაცნობოთ, რომ 21 თებერვალს, 2018 წელს, მაკ-ის მიერ, 50 ერთეული აღნიშნული ტესტის გადაცემა მოხდა განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის ოფიციალური გამოყენების უფლებით.
TONI-4 მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრისთვის, რაც პირველი საფეხურია, რომ განათლება გახდეს ხელმისაწვდომი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროცესი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023