თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„წლევანდელი შედეგების მიხედვით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში გაუარესდა წინა წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ბოლო წლების მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა (2017 წელს კი გაუარესება) მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ, ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge