en
ge

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადება

თბილისი. "კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას დაუყოვნებლივ გადმოსცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს და უზრუნველყოს საქართველოს ორი მოქალაქისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის საშუალება. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი საქართველოს მოქალაქეების - ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოსახსნელად, ასევე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, რათა პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობებში მონაწილე ყველა პირი. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიორიტებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: http://www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023