en
ge

საქართველოს ეროვნული პლათფორმა - არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მწუხარებას გამოვთქვამთ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო", - ნათქვამია განცხადებაში, - „სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია სიტუაციის ესკალაციით და მივიჩნევთ, რომ სიტუაციის შემდგომი დეესკალაციისათვის საჭიროა დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს. ამ პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურება გამოიწვევს სიტუაციის უკიდურესად დაძაბვას და შესაძლოა პროცესები უმართავი გახადოს, რაც ხელს აძლევს სწორედ საოკუპაციო რეჟიმს, მაგრამ არა - ამ რეჟიმის მმართველობის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)