თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს საბჭოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც იგი ააცილეს კონკრეტული მოსამართლეების გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესს.
აღნიშნული გადაწყვეტილებები საბჭომ 2018 წლის თებერვალში, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების განხილვის პროცესში მიიღო. წარდგენილი სარჩელით ანა დოლიძე, როგორც მოსარჩელე, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც შეიზღუდა მისთვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლებით სარგებლობა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი