აჭარა. დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება” გრძელდება. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ამჯერად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისს ეწვია.
„დასაწყისში მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მათი მიზნები და მუშაობის პრინციპები. შემდგომ ნაწილში კი მოსახლეობამ უშუალოდ ის საკითხები გამოკვეთა რაც აწუხებთ, მათ შორის იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატების არარსებობა, ბაგა-ბაღის შენობის მძიმე პირობები, სოფლის მოსახლეობის დასაქმების პრობლემა და მისგან გამოწვეული მიგრაცია. მონაწილეებმა ფაროსანას მიერ გამოწვეულ ზარალზე და პრობლემებზეც ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებმა მერისის ბაგა-ბაღის შენობაც მოინახულეს, რომელზეც მოსახლეობამ დისკუსიის პროცესში ისაუბრა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში