en
ge

რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ინფორმაციულია, თუმცა ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ; მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში; საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა და მეტი გამჭვირვალობისთვის გამიჯნონ მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023