en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ პლატფორმას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი გახდა. "ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” თავმჯდომარემ ამ პოსტზე "ევროპის ფონდის” პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე შეცვალა. ამ პოზიციაზე ის ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.
როგორც ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე საუბრისას ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება გაკეთდება, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისგან გამომდინარე შესაძლებლობების თაობაზე, მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე, რამაც, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში არსებული ცრუ მითები უნდა დაამსხვრიოს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე 200-მდე ორგანიზაციას აერთიანებს.
სრულად 
წყარო: http://jrc.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023