en
ge

თემირლან მაჩლიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, EMC პროკურატურას მიმართავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და პროკურატურას მოუწოდებს საქმის მასალებთან გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების სრული დაშვება უზრუნველყოს.
„პროკურატურამ, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაუშვა ოჯახის წევრებისა და მათი ადვოკატების წვდომა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალების ნაწილზე. პროკურატურის ეს ნაბიჯი პოზიტიურად უნდა შეფადეს, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე მომუშავე ადვოკატებს არ გააჩნიათ წვდომა სუს-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 331 1 (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა) მუხლის ქვეშ მიმდინარე გამოძიების საქმის ცალკეულ მასალებზე, და ასევე პროკურატურის მიერ სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომელსაც არსებითი მნიშნელობა აქვს სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხების შეფასებისთვის", - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)