en
ge

TI: მუნიციპალიტეტების ნაწილს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი არ აქვს

თბილისი. ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ამ დრომდე არ აქვს მიღებული.
ორგანიზაციამ შეისწავლა, აქვთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეების მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მეტიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს დღემდე არ აქვს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დადგენილი.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023