თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) მოითხოვს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ აუდიტის დასკვნა საჯაროდ განიხილოს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულმა "შესაბამისობის აუდიტის ანგარიშმა” საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს აუდიტის სამსახურის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით საჯარო დისკუსიის ორგანიზება, სადაც აუდიტის დასკვნაში მოყვანილ პრობლემურ საკითხებს შეფასება მიეცემა, თუ რამდენად ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით ნაკისრ ვალდებულებებს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი