თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო ფოთში, თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს.
„თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ქალაქ ფოთის მოსახლეობას წლებია აწუხებს. თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მოსახლეობა პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა. ფოთში მოქმედი თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმოდან, სამი კომპანიის მეწილეები მოქმედ და ყოფილ მმართველ პარტიებთან დაკავშირებული პირები და შემომწირველები არიან".
ორგანიზაციის რეკომენდაციით: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა ჩაატაროს ოთხივე საწარმოს დეტალური ინსპექტირება და დაადგინოს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო როგორც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ასევე არასასიამოვნო სუნის გაფრქვევის მინიმუმამდე შესამცირებლად.
წყარო: www.transparency.ge