en
ge

საიას განცხადება

თბილისი.საქართველოს იურისტთა ასოციაციამ საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „მიგვაჩნია, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის პრემიების გაცემის არსებული პრაქტიკა, როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სათანადო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. კერძოდ, აუცილებელია როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და მიღება, ისე საჯარო დაწესებულებების მხრიდან პრემიის გაცემის ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების შემუშავება და დანერგვა. ამასთან, აღნიშნული პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით უნდა წარიმართოს", ნათქვამია განცხადებაში. იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის დაწესებულებას დროულად შეიმუშაონ პრემიის გაცემის გამჭვირვალე და ობიექტური რეგულაციები. ხოლო ამგვარი რეგულაციების შემუშავებამდე თავი შეიკავონ პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკის გამოყენებისგან.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023