en
ge

სახალხო დამცველი 25 წლის ქალის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

თბილისი. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს 2018 წლის 13 აპრილს, თბილისში მომხდარი ქალის მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი და ერთი შეხედვით პრობლემამ ჩაკეტილი სოციალური წრიდან საჯარო სფეროში გადაინაცვლა, კვლავ მაღალია ძალადობის სასტიკი ფორმების და მკვლელობების რიცხვი. 2017 წელს მომხდარი ქალის მკვლელობის 26 შემთხვევიდან 14 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი, ხოლო 15 მკვლელობის მცდელობის ფაქტიდან 12 ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა.
სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს დამცავი ღონისძიებების არაეფექტურობასა და პრევენციის ღონისძიებების გაძლიერების საჭიროებაზე", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)