თბილისი. 22 აპრილს, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი წლის გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად.
„საქართველოში, ამ დღეს ოფიციალურად აიღებს სტარტს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის". კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.
კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საქართველოში არსებული კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი რომლებიც დედამიწის დღეს პასუხისმგებლობას აიღებენ წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე", ნათქვამია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში