en
ge

„კოალიცია თანასწორობისთვის“ - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თაობაზე

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სათანადო გულისხმიერებით დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და არ დაუშვას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუარესება.
„მიგვაჩნია, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრის, დეპუტატის ე. კვიციანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა სრულად უგულველყოფს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მისი პრინციპული მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების იგნორირება და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ღია გამოხატვის კიდევ ერთი მცდელობაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: https://emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023