en
ge

სახალხო დამცველის რეკომენდაცია გორის მერს

თბილისი. 16 აპრილს, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - სკრისა და ქვახვრელის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით.
„მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვახვრელისა და სკრის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განთლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ძირითად სტანდარტებს. მნიშვნელოვან მოწესრიგებას საჭიროებს ფიზიკურ–ინფრასტრუქტურული გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები; საბავშვო ბაღებს რეგულარულად არ მიეწოდება განახლებული სასწავლო–სააღმზრდელო ინვენტარი და თვალსაჩინოებები სკოლამდელი განათლების პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის. სოფელ ქვახვრელის საბავშვო ბაგა-ბაღის ძირითადი შენობა ავარიულია, რის გამოც ბაღი საცხოვრებელ სახლში ნაქირავებ ფართშია განთავსებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე დაწესებულებაში არ არის უზრუნველყოფილი სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023