en
ge

სასამართლომ შშმ პირის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნა დააკმაყოფილა

ქვემო ქართლი. PHR-ის იურისტების სამართლებრივი დახმარების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სამართლებრივი დახმარებისთვის დ.ჭ.-მ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2015 წელს მიმართა და საცხოვრებელი სახლის მიღებაში დახმარება სთხოვა. PHR-მა 2015-2017 წლების განმავლობაში სამჯერ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა, განეხილა დ.ჭ.-ის გარდაბნის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. 22 ივნისის საპასუხო წერილის თანახმად, დ.ჭ.-ს საბოლოოდ უარი უთხრეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების დასაცავად სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოსარჩელის მოთხოვნა, რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დ.ჭ.-ს სამართლებრივად გარანტირებული სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაევალა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)