იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში პლასტმასის ნარჩენები შეაგროვეს და ეწვივნენ საწარმოს, რომელიც პლასტმასის ნარჩენებზე მუშაობენ.
„ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, ახალაგზრდებმა სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელეს, ამ მხრივ ითანამშრომლეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთთან”, რომლის წარმომადგენლები კონსულტაციებს უწევენ თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. ადვოკატირების კამპანია მიზნად ისახავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თემაზე ღონისძიებების ორგანიზებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ორგანიზაცია-დაწესებულებებში პლასტსმასის ნარჩენების შეგროვებას”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში