თბილისი. ამ წუთებში, მეტროსადგურ რუსთაველთან მიმდინარეობს მემანქანეთა პროფკავშირის აქცია ანაზღაურების ზრდის მოთხოვნით. მეტროპოლიტენის მემანქანეები ხუთშაბათს, 3 მაისს დილის 06:00-დან გაიფიცებიან, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.
„ხელფასის მატებას მემანქანეები 2013 წლიდან ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რასთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურად უხდებათ.
მეტროპოლიტენის მემანქანეები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და სახელმწიფოს აკისრებენ", ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში