თბილისი. 4 მაისს დასრულდა სამოქალაქო ლიდერობის სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადის ტრენინგები. პროგრამის 29 მონაწილემ წარმატებით გაიარა როგორც დისტანციური, ასევე დასწრებული სწავლების პროგრამის მოდულები: სამოქალაქო ლიდერობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა, პროექტის მართვა და ფონდების მოძიება.
სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში – "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა".
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)