en
ge

ევროკავშირმა და საქართველომ თბილისში ევროპის დღე აღნიშნეს

თბილისი. შაბათს, 5 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებსა და პარტნიორებთან ერთად, თბილისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ საშუალება შეხვედროდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების, ასევე ევროკავშირის განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალქის კეთილდღეობისთვის. როგორც ყოველთვის, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარების პროდუქცია.
2018 წლის მაისსა და ივნისში, ევროპის დღეების აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია: ზუგდიდში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და ახალქალაქში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023