იმერეთი. 16 მაისს, ცენტრი „აფხაზეთის" ქუთაისის ფილიალში, ჩატარდა პროექტის რეგიონული პრეზენტაცია, რომელსაც იმერეთის სამოქალაქო სექტორის, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში