en
ge

ზუგდიდში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, ზუგდიდში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. ამ დღეს, ზუგდიდის სკეიდ პარკი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. 2018 წლის ივნისში, ევროპის დღეების აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება. თბილისსა და ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებების შემდეგ, ევროპის დღის აღნიშვნა დაგეგმილია ქუთაისში, ლაგოდეხსა და ახალქალაქში.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023