en
ge

განცხადება აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 
„არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს უნივერსიტეტის მართვაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას, რაც მეტად შემაშფოთებელია. სასწავლო პროცესის ამგვარი შეფერხება და მზარდი სასწავლო დაწესებულებისთვის ბარიერების შექმნა დააზარალებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას და უმაღლეს სასწავლებლებზე პოლიტიკური ზეგავლენის საფრთხეს შექმნის", ნათქვამია განცხადებაში.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მოუწოდებს განათლების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მაქსიმალურად უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა რათა მათი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად არ იქნეს აღქმული უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტუდენტებისა და საზოგადოების მიერ.
სრულად 
წყარო: transparency.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)